კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: კლინიკებში 7 700-მდე საწოლია, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებში ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია. 

"ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით, კლინიკაში იმყოფება 7 300-ზე მეტი პაციენტი, აქედან 350-მდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში". - ამბობს გაბუნია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

კომენტარები