ვაქცინაცია საქართველოში

18 აგვისტოდან სეუ-ში ვაქცინაციის ცენტრი იხსნება – წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ იქნება

პირველი რადიო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან, 18 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ-ს ტერიტორიაზე (მისამართი: წინანდლის N9) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

აცრა შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით.

ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა ასევე შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (ქ. თბილისი, სააკაძის მოედანი, კოსტავას N77). აცრა ამ ცენტრშიც Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით არის შესაძლებელი და ის ყოველდღე, მათ შორის, დასვენების დღეებშიც, 10:00 საათიდან 20:00-მდე შესვენების გარეშე მუშაობს.

კომენტარები