კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ამ კვირიდან უნდა დავინახოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები აჭარაში, თბილისში

ამ კვირიდან ეფექტი უნდა დაიწყოს, ჩვენ გარკვეულწილად უნდა დავინახოთ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები იქ მაინც, სადაც უფრო ადრე დაიწყო ეპიდემიის აღმასვლა, ვგულისხმობ აჭარას და თბილისს. არის რეგიონები, სადაც ახლა უფრო მეტად იმატებს შემთხვევები. ეს ბუნებრივია, რადგან იქ, სადაც გვიან დაიწყო გავრცელება, ახლა იქნება უფრო მატება, ვიდრე იმ რეგიონებში, სადაც უფრო ადრე დაიწყო გავრცელება

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმედის ეთერში. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებული 6 208 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 2 540, აჭარაში – 810.

კომენტარები