ეკა მიშველაძე

მიშველაძე სახლის გაქურდვაზე: შესაძლოა, ეს დაშინების მცდელობა იყოს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე არ გამორიცხავს, რომ სახლის გაქურდვა მისი დაშინების მცდელობა იყოს. მიშველაძის თქმით, პირველადი დათვალიერებით სახლიდან არაფერი დაკარგულა, რაც ეჭვს ბადებს. 

"დღეს მოვედი და კარი დამხვდა ღია. კარადები გადმოყრილია, ერთი შეხედვით რასაც შევხედე, ტელევიზორები ადგილზეა, სხვა ძვირფასი სახლში არაფერი გვქონია. ძალიან უცნაური და სამწუხაროა ეს ყველაფერი. აქ ცხოვრობს ჩემი შვილი, მე თვითონ სხვაგან ვცხოვრობ. ასეთი რამ რომ ხდება, ეჭვი სხვა რაღაცებზეც მიჩნდება, რომ, შესაძლოა, ეს იყოს დაშინების მცდელობა 5-6 ივლისის შემდეგ მედიაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდია, დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, სახლი დასათვალიერებელია, სანახავია, რამე ხომ არ აკლია". – თქვა ეკა მიშველაძემ. 

დღეს, 15 აგვისტოს, TV პირველის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სახლი გაქურდეს. 

კომენტარები