გორი

გორის გვირაბში თბილისი-სენაკის მიმართულებით მანქანების გადაადგილება იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

კომენტარები