კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არ ვართ ყოვლისშემძლეები, დამოკიდებულები ვართ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი.

კომენტარები