დიდი ბრიტანეთი

ლონდონში ტაუერის ხიდი ტექნიკური პრობლემის გამო აწეული გაიჭედა [ფოტოები]

NOAH BROWN

ლონდონში ტაუერის ხიდი ტექნიკური გაუმართაობის გამო აწეული გაიჭედა. ინფორმაციის ლონდონის პოლიცია ავრცელებს. ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.

BBC-ის ცნობით, 9 აგვისტოს ხიდი ხომალდის გასვლისთვის გაიხსნა, რის შემდეგაც ის თავდაპირველ მდგომარეობაში ვეღარ დააბრუნეს.

ლონდონის სითის კორპორაცია, რომელიც ტაუერის ხიდს მართავს, ამბობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს ხიდის გაუმართაობის მეორე შემთხვევა. 2020 წლის აგვისტოში ტაუერის ხიდი აწეულ მდგომარეობაში გაიჭედა, მაშინ ის ერთი დღით დახურეს.

ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ის 1894 წელს აშენდა. გემების გასატარებლად ხიდი წელიწადში დაახლოებით 800-ჯერ იხსნება.

კომენტარები