კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობა 8 000-მდე საწოლის მობილიზებაა

ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებშია დღეს. ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებითი საწოლების მობილიზებას, 7 000 საწოლი უკვე არის მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება და კიდევ ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობა არის 8 000-მდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით, ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სურათს, ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს, თუმცა, თუ არ წამოგვეშველა ის დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება სექტორისთვის მართვა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

კომენტარები