კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საწოლფონდთან მიმართებით გარკვეულ ზღვარზე ვართ, რესურსი უფრო და უფრო ნაკლებია

რეალურად ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და, შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, გასულ დღე-ღამეში დადასტურდა 3 780 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ია, ბოლო 14 დღის – 8.05% ხოლო 7 დღის – 8.98%.

კომენტარები