რიანა

რიანა ოფიციალურად მილიარდერი გახდა

Pinterest

ბარბადოსელი მომღერალი რიანა ოფიციალურად მილიარდერი გახდა. ინფორმაციას ფინანსური გამოცემა Forbes ავრცელებს. პოპშემსრულებლის ქონება ამ დროისთვის 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ბოლო ხუთი წელია, რიანას ახალი ალბომი არ გამოუქვეყნებია. მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა კოსმეტიკური ბრენდი Fenty Beauty, რომელიც მომღერალმა 2017 წელს დააფუძნა. 

1.7 მილიარდით რიანა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მომღერალია. გასართობ ინდუსტრიაში მასზე დიდი შემოსავალი ქალებს შორის მხოლოდ ოპრა უინფრის აქვს. საკულტო ტელეწამყვანის ქონება 2.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომენტარები