აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინის რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.
საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-სგან 82 ჯაველინის FGM-148 რაკეტისა და 46 ჯაველინის გამშვები დანადგარის (CLU) შესყიდვა მოითხოვა.
"შემოთავაზებული შესყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააძლიერებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას, ვინაიდან საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და მთავარი გასაღები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჯაველინის სისტემა დაეხმარება საქართველოს გრძელვადიანი თავდაცვითი სისტემის შესაქმნელად ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად". – ვკითხულობთ ანგარიშში.
ჯაველინი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი დანადგარია. ჯაველინების პირველი პარტია საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.