უმსხვილესმა კინოკომპანიამ Walt Disney Studios-მა თანამშრომლების კორონავირუსის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.
"ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყო და არის პრიორიტეტული. ამის გამო, ვითხოვთ, ყველა თანამშრომელი და დაქირავებული კადრი, რომელიც გადასაღებ მოედნებზე მუშაობს, კორონავირუსის ვაქცინით აიცრას. ვაქცინა გლობალური პანდემიის დამარცხებისა და საკუთარი თანამშრომლების დაცვის საუკეთესო იარაღია". – წერია კინოსტუდიის განცხადებაში.
დელტა შტამის გავრცელების შემდეგ Disney პირველი კინოკომპანია არ არის, რომელმაც დაქვემდებარებულების სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყო. გასულ კვირას სტრიმინგის სერვისმა Netflix საკუთარ გადასაღებ მოედნებზე იგივე წესი შემოიღო.





