ჰომოფობიური განწყობები

ჭყონია: მოდის სახლმა სვანეთში გადაღებები ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა

მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ, სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!

წერს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ორგანიზატორი, სოფო ჭყონია.

დღეს, 30 ივლისს, ბერლინელმა დიჯეიმ Phase Fatale-მა დაწერა, რომ მას ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

კომენტარები