ენმ

დეკანოიძე: დღეს ოცნებამ აღიარა, რომ ვერც პარტია და ვერც კალაძე ვერ უახლოვდება 43%-ს

დღეს ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია ქართული ოცნება, ვერც მისი გენერალური მდივანი, კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს და, რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, ქართულმა ოცნებამ უტიფრად დაარღვია საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და ანულირება მოახდინა 19 აპრილის შეთანხმების, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული მომავალი, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა, ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, რომ დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. 

სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვინაიდან ამ მედიაციაში, ქართული ოცნების მიერ დადებული პირობაში რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. 

კომენტარები