კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს დაუკავშირდა ტოცილიზუმაბის დაფინანსებაზე

ტაბულა

"დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს მიწერა წერილი ტოცილიზუმაბის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა მომატებულია". – ევროპული საქართველოს წევრმა, ვახტანგ კალოიანმა დაწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა კლინიკებს, რათა უზრუნველყოს პრეპარატ ტოცილიზუმაბის დაფინანსება. 

პრეპარატ ტოცილიზუმაბის მიღება აუცილებელია პაციენტის გადასარჩენად COVID-19-ის ერთ-ერთი უმძიმესი გართულების, ციტოკინური შტორმის დროს.

იქამდე, ექიმი ტოცილიზუმაბის შეძენას პაციენტის ოჯახს სთხოვდა. ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა განცხადება 26 ივლისს გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, მედიკამენტისთვის ხელმისაწვდომობა გაეზარდა.

ამ ფაქტს 24 ივლისს გამოეხმაურა ექიმი ბიძინა კულუმბეგოვიც. მისი თქმით, პაციენტის გადასარჩენად კლინიკამ ოჯახს მიმართა ტოცილიზუმაბის შესაძენად, რომლის ფასი 5000 ლარია. 

ციტოკინური შტორმი COVID-19-ის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელიც სისტემურ ანთებით პასუხს წარმოადგენს და ხშირად გამოწვეულია ინფექციის ან ავტოიმუნური დაავადების შედეგად.

ზოგადად, ციტოკინები ორგანიზმის იმუნური პასუხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ზედმეტი რაოდენობით მოულოდნელმა გამოთავისუფლებამ შეიძლება  სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

 

კომენტარები