საველე ჰოსპიტლები

გაბუნია: შესაძლოა, ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტალზე, თუმცა, არ გვგონია, საჭიროება დადგეს

ქვეყანაში, ჰოსპიტალურ სექტორში მწვავე მოვლის საწოლი არის 12 000, აქედან 8 000 საწოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 000 საწოლს. ამდენად, 2 ათასი საწოლის რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს – მობილიზაცია თუ დაგვჭირდება, ამას გამოვიყენებთ.

რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე 12 000 საწოლი ვერ გადავა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მოგვიწევს გარკვეულ შემთხვევებში სასტუმროებში მეტად აქტიური მკურნალობა და ასევე ბინაზე მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება.

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, ვიმსჯელოთ ალტერნატიულ მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას. საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები