საპროცენტო განაკვეთები

როგორია სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარსა და უცხოურ ვალუტაში – ივნისი 2021

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.41 მილიარდი ლარით(18%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2021 წლის 1 ივლისისთვის, კომერციული ბანკების მიერ ჯამურად გაცემული სესხებიდან 18.5 მილიარდი ლარის სესხი ეროვნულ ვალუტაზე მოდის, 20.71 მილიარდი ლარისა კი – უცხოურზე. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის(წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის(წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

რაც შეეხება სესხის ფასს, 2021 წლის ივნისში საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხზე 15.6% იყო, თუმცა, არა ყველასთვის: იურიდიული პირებისთვის იგი 12.6%-ს შეადგენდა, ფიზიკური პირებისთვის კი – 18.1%-ს. 

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო პროცენტი, ამავე პერიოდში, საშუალოდ 6.5%-ია: იურიდიული პირებისთვის – 6.8%, ფიზიკური პირებისთვის კი – 5.5%. 

  

კომენტარები