მოქალაქეები 2021

ელისაშვილი: კალაძესა და მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა

ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, და რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე, რა თქმა უნდა, მელია- ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა.

თქვა მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკისას.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, წარადგინა.

ქართულმა ოცნებამ კი, მოქმედი მერი - კახა კალაძე.  თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები