ოპერატორის გარდაცვალება

​მდინარაძე: როგორც გაყალბებულ არჩევნებს, 6 თვეში სანდრო ლაშქარავასაც აღარ ახსენებენ

სამწუხაროდ, გავა 6 თვე და შეიძლება, არცერთმა მათგანმა, როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებენ, არ ახსენონ, აღარ ახსენონ სანდრო ლაშქარავა. ჩემთვის რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს, მათთვის ეს მხოლოდ ხერხია, იარაღია, მათი ამორალური კამპანიის ნაწილია, მათი მიზნის მიღწევის საშუალებაა, მათი სახეა ეს კამპანია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის და ოჯახის ტრაგედიას იყენებენ მათი ძალიან ცუდი, ბინძური პოლიტიკური კამპანიისთვის. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, რომელიც 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების წევრებმა სასტიკად სცემეს. 

კომენტარები