ბათუმის დინამო

ბათუმის დინამოს გულშემატკივრები ბელარუსული გუნდის ქომაგებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ბათუმის დინამოსა და ბელარუსული გუნდის, ბატე ბორისოვის თამაშზე გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. ადგილზე მყოფთა ცნობით, გუნდმა ბატე ბორისოვმა გოლი გაიტანა, რის გამო გახარებაც ბელარუსმა გულშემატკივრებმა გამოხატეს. ამან ქართველი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ბელარუსებს თავს დაესხნენ. 

თვითმხილველების თქმით, თავდასხმა სამართალდამცველებმა შეაჩერეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

თამაში ქართულ და ბელარუსულ გუნდებს შორის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების ფარგლებში გაიმართა. 

წინა ეტაპზე ბათუმის დინამო ეთამაშა სან-მარინოს გუნდს ტრე პენეს და ორი მატჩის ჯამური ანგარიშით 7-0 მოუგო. საქართველოში ჩატარებული თამაშის დროს, მატჩის შეჩერება რამდენჯერმე გახდა საჭირო, რადგან ბათუმის დინამოს გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ. ამ ფაქტის შემდეგ, ბათუმის დინამომ საკუთარ ქომაგებს მიმართა, რომ ბატე ბორისოვთან თამაშის დროს თავი შეეკავებინათ მსგავსი ქმედებების განმეორებისგან.

კომენტარები