წყალმომარაგების შეზღუდვა

ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება

22 ივლისის 23:00 საათიდან 23 ივლისის 15:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. GWP მიზეზად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

წყლის მიწოდება 16 საათით შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს; რამიშვილის, რადიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აცხადებს კომპანია.

კომენტარები