უკრაინა

აშშ უკრაინას რუსული გაზსადენის საკითხზე დუმილისკენ მოუწოდებს

ნორდ სტრიმ 2

ბერლინთან ნორდ სტრიმ 2-ზე ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია მოკავშირე უკრაინას რუსული გაზსადენის საკითხზე დუმილისკენ მოუწოდებს. უკრაინა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ აშშ წყვეტს ნორდ სტრიმ 2-ის პროექტის შეჩერების მცდელობას და გერმანიასთან გარიგების გზით ცდილობს ზარალის შემცირებას.

POLITICO-ის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას ორმხრივი თანამშრომლობის დაზიანებაზე მიუთითა, იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებს საჯაროდ პროექტის კრიტიკას. ამასთან ერთად, წარმომადგენლებმა უკრაინას მოუწოდეს, რომ კონგრესთან არ ისაუბროს აშშ-სა და გერმანიის სამომავლო გეგმებზე. ადმინისტრაციის უფროსმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ნორდ სტრიმ 2-ი  რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი გაზის ექსპორტს უზრუნველყოფს და მოსკოვისთვის დიდ სარგებელს წარმოადგენს. მეორე მხრივ კი ეს პროექტი მნიშვნელოვნად დააზარალებს უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, აშშ და გერმანია აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეუმცირონ უკრაინას დანახარჯები და უზრუნველყონ ევროპის ენერგოუსაფრთხოება.

უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, კიევი თვლის, რომ აშშ-ის სანქციებს ჯერ კიდევ შეუძლია ამ პროექტის დასრულებისთვის ხელის შეშლა. ამავე წყარომ დაადასტურა, რომ უკრაინა კვლავ აქტიურად ეწინააღმდეგება ამ პროექტის დასრულებას. 

აშშ-გერმანიის სამომავლო პაქტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სიტუაცია მნიშვნელოვნად დააზარალებს ვაშინგტონისა და კიევის თანამშრომლობას. 

რესპუბლიკელები და დემოკრატები დიდი ხანია, ეწინააღმდეგებიან  გერმანიასა და რუსეთს შორის გაზსადენის გაყვანას, რომელიც ევროპას კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთის რესურსებზე.

კომენტარები