კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში

ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. გუშინდელი და დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით მეორდება ის, რაც მაისის პიკის დროს გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 627 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი. 

კომენტარები