აშშ

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ტყის ხანძრის შედეგად 12 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა

Getty Images

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ტყის ხანძრის შედეგად 12 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, დაიწვა, სულ მცირე, 160 სახლი და შენობა.

ხანძართან გამკლავებას 2 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ხანძარი 6 ივლისს დაიწყო. ორეგონის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის პერიმეტრის მეოთხედი შეკავებულია.

"ამინდი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. იქნება სიცხე და სიმშრალე, ჰაერი იქნება არასტაბილური, რაც ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს". – უთხრა სამაშველო ოპერაციების ერთერთმა ხელმძღვანელმა, ჯონ ფლენიგანმა, მედიას.

კვირის ამინდის პროგნოზი დამაიმედებელი არ არის, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და დამატებით პრობლემებს გვალვა ქმნის.

2021 წელს აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად უკვე დაიწვა თითქმის 49 000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ხანძრები ძირითადად დასავლეთ შტატებში ჩნდება. ხანძრების ეროვნული ცენტრმა მიმდინარე წელს 4 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასულ წელს აღრიცხული ხანძრების რაოდენობას.

კომენტარები