კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 616 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.19%-ია

McMaster University

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.19%, ბოლო 14 დღის - 4.77, ბოლო 7 დღის - 5.24%.

ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 557 გამოვლინდა, აჭარაში - 205, იმერეთში - 191, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 115, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 128, კახეთში - 152, მცხეთა-მთიანეთში - 61, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197, საიდანაც 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 120 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 12 582 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 855 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პაციენტი.

20 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 390 945 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 გარდაიცვალა.

კომენტარები