შარლ მიშელი საქართველოში

ლევან იოსელიანი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

მე პირადად მივაწოდე ინფორმაცია იმ დანიშვნებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა უზენაეს სასამართლოში. მე ვესწრებოდი ამ პროცესს და წინააღმდეგ მივეცი ხმა ექვსივე კანდიდატს, რომელიც დაინიშნა სასამართლოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონოდა ეს ინფორმაცია და მისი განწყობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ეს ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რომელიც ჩემმა ბევრმა კოლეგამ უწოდა სასამართლოს, რაღაც ფორმით უნდა გადაიჭრას და ოპოზიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ბოიკოტირების გზა არ არის გამოსავალი და ამის შესახებაც ვუთხარი მე მას, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ შედეგი დაიდოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მას ექნება სერიოზული საუბარი მმართველ პარტიასთან და ის ჩანაწერი, რაც არის მიშელის დოკუმენტში, რომ უნდა დავიწყოთ სასამართლო სისტემის რეფორმირება, დაიწყება და არ იქნება გაყინული ერთ ადგილას. სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ძირითადად საუბარი შეეხო სასამართლოს და ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს და მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად შეაფასა.

მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები