გომელაურის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტთან ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს

კადრი ფორმულას ეთერიდან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პარტია ლელოს ორი წევრი, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს. 

პარტიის წევრები სამართალდამცავებს კითხვით მიმართავდნენ, რატომ არ უშვებდნენ შენობაში, როცა მათ სახელზე საშვები იყო დაშვებული, პოლიცია კი მათ ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდა, ისინი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. 

ტაბულა დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. 

პარლამენტში 5-6 ივლისთან დაკავშირებით, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა უნდა გამართულიყო, თუმცა, ოპოზიციის წევრებმა  და ჟურნალისტებმა გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოთი ბანერები გაშალეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზში შესვენება გამოაცხადა. 

კომენტარები