კორონავირუსის რეგულაციები

ბანაკების აკრძალვის ფონზე ზურა ჯაფარიძე საზაფხულო ბანაკს ხსნის

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე 16 ივლისს, მთავრობის მიერ ბანაკების ტიპის ყრილობების აკრძალვის ფონზე საზაფხულო ბანაკს აანონსებს

პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"ბანაკები აიკრძალაო

ჩვენ გვექნება ბანაკის ფორმის ყრილობა აქ 

გავერთობით, ვილაპარაკებთ, ვიკამათებთ, ვიდებატებთ

დებატებში მე დავიცავ სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციებს, ნებისმიერს გარდა კლასიკური ლიბერალიზმისა

ქვემოთ ივენთის ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალები 

ფასი რეალურად არის კვების საფასური, ფულის გაკეთებას ამ ივენთზე არ ვაპირებთ

მოკლედ, თუ ბანაკი გინდოდათ და გითხრეს არაო – აი ბანაკი "

ჯაფარიძის მიმართვაში საზაფხულო ბანაკი-ყრილობის საორგანიზაციო ბმულიცაა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 19 ივლისიდან კონფერენციებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

კომენტარები