კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 653 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.75%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 800 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.75%, ბოლო 14 დღის - 4.31%, ბოლო 7 დღის - 4.67%.

ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან თბილისში 980 გამოვლინდა, აჭარაში - 118, იმერეთში - 155, ქვემო ქართლში - 96, შიდა ქართლში - 48, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 72, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888, საიდანაც 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 016 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 10 871 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 780 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პაციენტი.

16 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 384 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 362 957 გამოჯანმრთელდა, 5 516 გარდაიცვალა.

კომენტარები