2021 წელს გარდაცვლილები

ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

Mastsavlebeli.ge

ფილოლოგი, პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე და მწერალი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურის დასრულების შემდეგ გახდა ლექტორი. 1997 წელს მიიღო დოცენტის ხარისხი. 2005 წლიდან იყო თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 

2015 წლიდან იკავებდა ჟურნალ კულტურა პლუსის მთავარი რედაქტორის თანამდებობას. იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 2020 წელს წიგნისთვის პოეტიკური ჩანაწერები, მიიღო ლიტერატურული პრემია საბა კატეგორიაში საუკეთესო კრიტიკა.

კომენტარები