ზაზა გახელაძე

მეუფე ანდრია გახელაძეზე: მადლობა რუსეთსაც, რომელმაც გაითვალისწინა ეს ორმხრივი ჩართულობა

მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი მოვლენა, ნამდვილად ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი და მივულოცო გახელაძეების ოჯახს. მალე სახლში იქნება ზაზა და მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში: საქართველოს ხელისუფლება, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩართული იყო საქართველოს ეკლესია და უშუალოდ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა, რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ჩართულობა და ოსურ მხარესაც, რომელმაც, ასე ვთქვათ, შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძეს გათავისუფლებაზე მადლობა რუსეთსაც გადაუხადა. 

კომენტარები