ზაზა გახელაძე

გახელაძის ცოლი: ილია II-მ მისწერა რუსეთის პატრიარქს, იშუამდგომლოს გათავისუფლების პროცესში

ჩვენ მივმართეთ თხოვნით გორის ეპარქიის მეუფეს და დღეს უკვე გამოხმაურება მოვიდა სასულიერო პირისგან, რომ ჩვენმა წმინდანმა, ილია II-მ მიწერა წერილი რუსეთის პატრიარქს თხოვნით, რომ ეშუამდგომლა და ჩართულიყო ამ პროცესში. ჩვენ ორი დღის წინ შევხვდით მეუფეს და დღეს უკვე მოვიდნენ კონკრეტული განცხადებით, რომ პატრიარქმა უკვე მისწერა წერილი და ელოდებიან რამდენიმე დღეში, რომ პატრიარქის მოთხოვნაზე პასუხს მიიღებენ

ამის შესახებ ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები