ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი გამოეხმაურა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ჟურნალისტების მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოწყობილ პროტესტს, სადაც ევროკავშირის დროშებიც ჩანდა.
"რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
ვერც ახლა და არც მომავალში, ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მითვისებით". – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



