მოსამართლეთა დანიშვნა

ვაშაძე: მოსამართლეების არჩევა სანქციების რისკს ზრდის, ვაფრთხილებდით ოცნებას

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე ევროკომისიის განცხადებას ეხმაურება.

ვაშაძის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია.

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე და გაზრდიდა რისკებს საქართველოს ფინანსური სანქციების დაკისრებისთვის, რაც დადასტურდა ევროკომისიის განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს. ქართული ოცნება ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის". - ამბობს ვაშაძე. 


ევროკომისია წერს, რომ საქართველოს მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა და უზენაესი მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნა მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. 

ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, უზენაესი მოსამართლეების დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს და ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს შესახებ.

კომენტარები