ოპერატორის გარდაცვალება

დეკანოზი ანდრია: საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა? ძალადობას ახლა ვხედავთ

საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა? რომელი არაერთი? [მოწოდება] ერთი იყო. მაჩვენეთ. მერე რა, რომ მეუფე იაკობი [იყო] რუსთაველზე? მეც ვიყავი რუსთაველზე. ძალადობას ახლა ვხედავთ ჩვენ, ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე. ვერ ხედავთ, რა ხდება? იქ არის ძალადობა, საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა. 

მე თქვენ გეტყვით, რომ დღეს ლექსო იქ არავის აღარ აინტერესებს, მე მგონი, უმეტესობას აღარ აინტერესებს. ლექსოს დღეს წესს აუგებენ, მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა.

ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე საუბრისას.

კომენტარები