ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე ანტონი: ელჩი თითებს რომ გვიქნევს, ტვინი გამოგირეცხეს ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპულებით

მე ვთქვი ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ, ალბათ, კარგი იქნებოდა მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული[..] შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით... შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენ ახალისებდით,  ტორპედოებად გაგწირეს და სწირავთ ხალხს.

ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე.

მეუფე ანტონმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს 11 ივლისსაც მიმართა: "რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ, ვამპირებო?".

კომენტარები