ოპერატორის გარდაცვალება

კალაძე: მეტი სიყვარულია საჭირო, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა, ფსიქოლოგიურიც არის

კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. 

ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა არის საჭირო. 

ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიიების მხრიდანაც ხდება. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას.

კომენტარები