ოპერატორის გარდაცვალება

კონგრესმენი კინზინგერი: აღშფოთებული ვარ სიკვდილით დასრულებული ძალადობით

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

გამოცემა ამერიკის ხმას TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის ოფისი.

კონგრესმენი აღშფოთებულია სიკვდილით დასრულებული ძალადობით და იმედოვნებს, რომ დამნაშავეების გასამართლების დროს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი.

"კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა, და ის ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება”. – თქვა ამერიკის ხმასთან კონგრესმენის ოფისმა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი კინზინგერი რამდენიმე დღის წინ 5-6 ივლისის ძალადობის შემთხვევებს გამოეხმაურა

"ვაკვირდები ძალადობას თბილისში და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო, ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების." – თქვა ადამ კინზინგერმა.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები