ოპერატორის გარდაცვალება

სენატორი რიში ლაშქარავაზე: მოძალადეები უნდა გასამართლდნენ, საქართველო უნდა გამოსწორდეს

ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები აღმაშფოთებელია. ვლოცულობ ლაშქარავასთვის და მისი ოჯახისთვის. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სრულად უნდა გასამართლდნენ. კანონის უზენაესობა იცავს მშვიდობიან პროტესტს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველო უნდა გამოსწორდეს.

წერს Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები