ოპერატორის გარდაცვალება

წულუკიანი ლაშქარავაზე: ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით წაახალისა ქუჩაში ადამიანის ჩაქოლვა

ვცდილობთ, ყველაფერ ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ეს უზრუნველვყავით კიდეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში და ხელსაც ვაწერთ სხვადასხვა კომპრომისებს, შეთანხმებებს, რეფორმებს თუ კონტრ-რეფორმებს იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდეს, დაბალანსდეს, პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მეორე მხარეს გვყვანან ძალები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ სურთ, არ სურთ და მორჩა. შესაბამისად, ისინი იყენებენ ყველანაირ ტრაგედიას, ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესს და ამ შემთხვევაში, ლგბტ თემის უფლებები აქციეს სათამაშოდ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია ჩემთვის და თავადვე ამ თავიანთი რადიკალიზმით წაახალისეს მეორე ტიპის რადიკალიზმი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული ადამიანის ქუჩაში ჩაქოლვას.

თქვა კულტურის მინისტრმა და აწ უკვე ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები