ოპერატორის გარდაცვალება

ხაზარაძე: მივექანებით რუსული სცენარისკენ, პრაქტიკულად ძალადობის დაკანონება შემოგვთავაზეს

ვდგავართ ისევ კრიზისის პირას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივექანებით რუსული სცენარისკენ, ეს ქვეყანაში ბოლო თვეებისა და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხორციელდება და უამრავი ფაქტის და მაგალითის მოყვანა შემიძლია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ის, რითიც ამ მთავრობამ 5 ივლისს თავი დაგვამახსოვრა, იყო კიდევ ერთი სპეცოპერაცია, სადაც ჟურნალისტების გავლით დააგზავნეს მესიჯი, რომ "ჭკუით იყავით, ჩვენ თქვენ მოგერევით, ქუჩაში არ გაიაროთ, იმიტომ, რომ ჩვენთან არის ძალა". პრაქტიკულად ძალადობის დაკანონება შემოგვთავაზეს. 

ქართველებს საერთოდ ასეთი ჩვევა გვაქვს, რაღაცას ავიტაცებთ ხოლმე და მერე ძალიან მალე გვინელდება ხოლმე ეს განწყობა. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა განწყობის თეორიაში, თუ რა გვჭირს ქართველებს. ჩვენ მივეჩვიეთ გაბრაზებას და მერე ხელის ჩაქნევას, იმიტომ, რომ ვამბობთ, რომ მაინც არაფერი გამოვა. ნიჰილიზმი არის გამეფებული მთელ ქვეყანაში და ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, როდესაც ადამიანებს არ აძლევ გამარჯვების მაგალითებს, როცა ადამიანებს ეუბნები, რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როცა ახალგაზრდებს ეუბნები, რომ მათ ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ და ზემოდან ძალასაც იყენებენ, რომ განსხვავებული ადამიანი დააშინონ. 

ამის შესახებ ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. პარლამენტთან მეორე დღეა, რაც მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები აქციებს მართავენ და ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებენ. 5 ივლისს ორკების მიერ ნაცემ 53 ჟურნალისტს შორის, ერთერთი ალექსანდრე ლაშქარავაა, TV პირველის ოპერატორი, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. 

კომენტარები