ოპერატორის გარდაცვალება

მელაშვილი: არ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს და ქვეყნის ხელისუფლება არაფერს აკეთებდეს

ალბათ, ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, მეც ასევე აღელვებული, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ. ეს სიბინძურე, რაც მოხდა, ყველა ჩვენგანის ტრავმაა. ქვეყნისთვის დიდი მინუსია, მხოლოდ მინუსი კი არა, შეურაცხყოფა და სირცხვილია. შესაბამისად, აქ ვარ ჟურნალისტების მხარდასაჭერად, არა მარტო ჟურნალისტებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ქვეყნის ბედია. არ შეიძლება, რომ საზოგადოებაში ასეთი რამ ხდებოდეს და ქვეყნის ხელისუფლება კი გვყავდეს ასეთი, რომ არაფერს აკეთებდეს. 

თქვა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივერი მელაშვილმა პარლემანტთან, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები