ოპერატორის გარდაცვალება

დეგნანი: პრემიერის კომენტარი ლაშქარავაზე არ მომისმენია, ვერ გიპასუხებთ

დავიწყებ იმით, თუ როგორი დამწუხრებულები ვართ ლექსოს სიკვდილით, ეს მართლაც ტრაგიკული და შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი გულითა და ლოცვებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა ჟურნალისტის გვერდით ვდგავართ, ვისაც, შესაძლოა, მასთან ერთად ემუშავა.

ვიცი, რომ ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის სქემის ნაწილია. ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, ეს უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ის მიმართულია ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების წინააღმდეგ, მედიის, შეკრებისა და ქუჩაში ღირსების მარშის ჩატარების თავისუფლებების წინააღმდეგ. იქნებიან ესენი უმცირესობები თუ უმრავლესობები, არსებობს მოქალაქეების დაცვის ვალდებულება. ძალადობის შეზღუდვა, ეს არის მნიშვნელოვანი.

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გაგიძღვებათ. აქ არის დემოკრატიული პროცესი. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ქუჩებში დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა. არ მომისმენია პრემიერმინისტრის კომენტარი და არ შემიძლია, ამ შეკითხვაზე გიპასუხოთ.

უპასუხა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის მიერ ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული კომენტარის, ასევე მისი პასუხისმგებლობისა და გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები