ოპერატორის გარდაცვალება

წულუკიანი ლაშქარავას გარდაცვალებაზე: თქვენ არ იცით, რა მოხდა? მაშინ დაველოდოთ ექსპერტიზას

პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას, შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით. მე ერთადერთი ადამიანის გამო ვიკავებ თავს, ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად, ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის მიცვალებულ შვილს. აი, ამ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რაკი ხართ ასე აღელვებული, თქვენ არ იცით, რა მოხდა? მაშინ დაველოდოთ ექსპერტიზას.

ახლადდანიშნულმა ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ისაუბრა.

კომენტარები