ოპერატორის გარდაცვალება

კალაძე: კითხვებს, რომელიც არსებობს, უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს

თბილისის მერი კახა კალაძე TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებას გამოეხმაურა. კალაძეს თქმით, გამოძიებამ ყველა არსებულ კითხვას სწრაფი პასუხი უნდა გასცეს.

"ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა. ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვები, რომელიც არსებობს, უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს". – წერს კალაძე
 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

კომენტარები