ოპერატორის გარდაცვალება

მამა ლეონიდე: პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ, ჩვენი კოლეგები ძალადობისკენ მოუწოდებდნენ

რატომ უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას სასულიერო პირები?

იმიტომ, რომ პოპულიზმით აღტყინებაში არავინ დაფიქრდა სერიოზულად მოსალოდნელ შედეგებსა და საფრთხეებზე, 2013 წლის გამოცდილების ფონზე;

იმიტომ, რომ ჩვენი კოლეგები გამოდიოდნენ ძალადობის მოწოდებებით;

იმიტომ, რომ თითოეული "მაგრამ", ასე ხშირად წარმოთქმული მაღალი თუ დაბალი იერარქების მიერ, ძალადობის გამართლება არის;

იმიტომ, რომ არ გაგვიმართავს აქციები და ლოცვითი მსვლელობები იმ სოდომიის წინააღმდეგ, რომელსაც ძალადობა და მკვლელობა ჰქვია;

იმიტომ, რომ ძალიან ცოტას ჰყოფნის სულიერი სიმწიფე და კიდევ უფრო ცოტას გამბედაობა, რომ იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა...

წერს მამა ლეონიდე FACEBOOK-ზე. 

კომენტარები