ოპერატორის გარდაცვალება

აქტივისტებმა საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს

პუბლიკა

აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღები შეასხეს. ფოტოს გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.

პროტესტი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავა გარდაცვალებას უკავშირდება. 

დღეს იმავე ფორმით პროტესტი გამოხატა მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და წითელი საღებავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას შეასხა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" – ამ სახელწოდებით აქცია 6 საათზე გაიმართება. 

"მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები