ოლიმპიური თამაშები

ღარიბაშვილი: ოლიმპიურ ჩემპიონს მთავრობა 1 000 000 ლარს გადასცემს

ჩვენ დღეს ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ტოკიოში გაცილება. ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. პატარა ვართ, მაგრამ ამდენი სასახელო გმირი გვყავს. ეს არის დიდი წყალობა, ერთ მხრივ, და მეორე მხრივ, მთელი ერი თქვენ შემოგცქერით. მე მჯერა, რომ გამოხვალთ რა თქვენ დროშის ქვეშ ტოკიოში, ჩვენ ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე მინდა, გისურვოთ გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს გაცნობოთ ახალი გადაწყვეტილების შესახებ: ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს 1 000 000 ლარს მთავრობის გადაწყვეტილებით.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.

კომენტარები