ბრიტნი სპირსი

ბრიტნის სპირსის მამამ შვილის ფანებისგან მუქარების გამო სასამართლოს მიმართა

Guardian

ცნობილი პოპშემსრულებლის მამამ, ჯეიმს პარნელ სპირსმა შვილის თაყვანისმცემლებისგან წამოსული მუქარების გამო სასამართლოს მიმართა.

სპირსის თქმით, სამეურვეო დავის მსვლელობისას მას და მისი ოჯახის წევრებს ბრიტნი სპირსის ფანები სოციალურ ქსელში სიკვდილით ემუქრებოდნენ. რამდენიმე დღის წინ იმავე საჩივრით მიმართა სასამართლოს კიდევ ერთმა მეურვემ, ჯოდი მონტგომერიმ.

2008 წელს 27 წლის მომღერალზე მეურვეობა ჯეიმს სპირსმა მოიპოვა. მიზეზი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. 2020 წელს შეტანილი უკანასკნელი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ პოპშემსრულებელს არ დაუკმაყოფილეს, რასაც სოციალურ ქსელებში თაყვანისმცემლების მხრიდან მეურვის მიმართ აგრესია მოჰყვა.

სიკვდილით ემუქრებოდნენ ასევე მუსიკოსის დას, მსახიობს ჯეიმი ლინ სპირსს. 

"განრისხებული თაყვანისმცემლები ოჯახს ემუქრებიან, ბავშვებსაც კი, გთხოვთ, შეწყვიტოთ". – წერს მომღერლის და.

 

კომენტარები