2021 წელს გარდაცვლილები

იტალიელი მომღერალი რაფაელა კარა გარდაიცვალა

Deadline

78 წლის ასაკში იტალიელი მომღერალი, მოცეკვავე, წამყვანი და მსახიობი რაფაელა კარა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ფილტვის კიბო გახდა, რომელსაც არტისტი წლების განმავლობაში ებრძოდა.

კარას სამსახიობო კარიერა 1952 წელს იწყება. შესრულებული აქვს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები ათობით ფილმში. 60-იანი წლებში იყო სატელევიზიო წამყვანი. ის იყო პირველი ქალი იტალიური ტელევიზიის ისტორიაში, რომელმაც ჭიპი გამოაჩინა, რის გამოც ვატიკანმა გააკრიტიკა.

1976 წელს ჩაწერა სიმღერა A far l'amore comincia tu, რომელმაც ევროპისა და ლათინური ამერიკის ჰიტ-პარადებში მოწინავე პოზიციები დაიკავა. გამოცემული აქვს 25 ალბომი. ნამუშევარი აქვს ისეთ იტალიელ საესტრადო არტისტებთან, როგორებიც არიან ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი.

2011 წელს ელექტრონულ არტისტთან, ბობ სინკლერთან ერთად ჩაწერილი რემიქსი Far l'Amore პაოლო სორენტინოს ფილმის, Great Beauty-ს საუნდტრეკი გახდა.

კომენტარები